კახეთში მომხდარი საზარელი მკვლელობის დეტალები: ერთ-ერთ გარდაცვლილს ოთხი მცირეწლოვანი შვილი დარჩა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში მომხდარ საზარელ მკვლელობასთან დაკავშირებით “კვირასთვის” დამატებითი დეტალები გახდა ცნობილი.
როგორც ირკვევა, მამაკაცი, რომელმაც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში ოთხი ადამიანი მათ შორის შვილი და რძალი მოკლა ფსიქიკურად გაუწონასწორებელი 85 წლის   ო. გამყრელიძე იყო და მათ ოჯახში კონფლიქტი ხშირად ხდებოდა.
კიდევ ორი მოკლულიდან ერთ-ერთ მკვლელობაში ბრალდებულის ბიძაშვილის შვილია, რომელიც მის მეზობლად ცხოვრობდა და დედასთან ერთად ის ტრაგედიის ადგილზე გასაშველებლად შევიდა, რა დროსაც ორივე მათგანი ო. გამყრელიძემ სასიკვდილოდ დაჭრა. მოკლულ მამაკაცს ოთხი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
რაც შეეხება მკვლელობაში ბრალდებულის შვილსა და რძალს ისინიც ამავე სოფელში ცხოვრობდნენ. მათ შვილი არ ჰყოლიათ.
როგორც ირკვევა ო. გამყრელიძის მეუღლე, თავს შეუძლოდ გრძნობდა და ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე ო. გამყრელიძის ვაჟი მეუღლესთან ერთად სწორედ დედის მოსანახულებლად იმყოფებოდა.
პოლიციამ ო. გამყრელიძე უკვე გააკავა. შსს-ს ცნობით, დაკავებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან მიჯრით, რამდენიმე გასროლით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა ერთდროულად 4 ადამიანს – შვილს, რძალს და ორ მეზობელს, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა მეუღლეს და მოკვლით ემუქრებოდა სხვა პირებსაც, თუმცა შემთხვევის ადგილზე უმოკლეს დროში მისულმა სამართალდამცველებმა, ო.გ. ადგილზე დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები