გუდამაყრის ხეობაში ხანძარი ლოკალიზებულია

გუდამაყრის ხეობაში ხანძარი ლოკალიზებულია. ამ დრომდე, ადგილზე რჩება 80 მეხანძრე-მაშველი. რთული რელიეფის გამო, ტერიტორიაზე ტექნიკის შეყვანა ვერ მოხერხდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ამ ეტაპზე ადგილზე ნიადაგის პრევენციული დამუშავება მიმდინარეობს. დამწვარია 5 ჰექტარ ფართობზე მეტი ტყის ქვედა საფარი.
ხანძარი გუდამაყრის ხეობაში გუშინ გაჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები