პოლონეთმა რუსეთს საქართველოს მოქალაქე გადასცა, რომელმაც 15 წლის წინ გაუპატიურების მუქარით ქალი დააყაჩაღა

საქართველოს მოქალაქე, რომელიც 15 წლის განმავლობაში ემალებოდა სამართალდამცავებს, პოლონეთში დააკავეს და რუსეთს გადასცეს. რუსეთში მას ქალაქ სურგიტის მცხოვრებზე თავდასხმის ბრალდებით გაასამართლებენ, რომელიც მან 2004 წელს ჩაიდინა.
პროკურატურის ცნობით, ეჭვმიტანილმა იცოდა, რომ დაშავებულს თან ჰქონდა დიდი ოდენობის თანხა და ამიტომ დაესხა თავს. გაუპატიურების მუქარით მამაკაცმა ქალს 1,5 მილიონი რუბლი წაართვა, რის შემდეგაც მიიმალა.
2005 წელს ის საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადეს. 2018 წლის ოქტომბერში საქართველოს მოქალაქე პოლონეთის ტერიტორიაზე დააკავეს, რის შემდეგაც რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ პოლონეთს ექსტრადირების შესახებ გაუგზავნა მოთხოვნა, რაც მიმდინარე წლის აპრილში დაკმაყოფილდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები