ირაკლი კობახიძე: წიწილებს 19 მაისს დავითვლით და ვნახავთ, რომ „ქართული ოცნებისთვის“ შედეგი შთამბეჭდავი იქნება

0

“ჩვენც წიწილებს 19 მაისს დავითის და ვნახავთ, რომ” ქართული ოცნების “შედეგი შთამბეჭდავი იქნება”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
“ჩვენი ამოცანაა, დავამარცხოთ „ნაციონალური მოძრაობაც“ და „ევროპული საქართველოც“. აქედან გამომდინარე, ჩვენც წიწილებს 19 მაისს დავითვლით და ვნახავთ, რომ „ქართული ოცნებისთვის“ შედეგი შთამბეჭდავი იქნება. ამ ყველაფერს 19 მაისის შემდეგ ყველა ერთად ვიხილავთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. რაც შეეხება “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლების განცხადებას, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ევროპულ საქართველოსთან“ შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება დაარღვია – კობახიძე აცხადებს, რომ ეს მათი მხრიდან მსუბუქი გადაცდომაა. „მათი მხრიდან ეს იმდენად მსუბუქი გადაცდომაა, რომ ყურადღების გამახვილებაც არ ღირს. მათ ისეთი შეცდომები აქვთ დაშვებული ცხრა წლის განმავლობაში, რომ ასეთ შეცდომებზე არ დავწვრილმანდები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი