ზურაბ ჭიაბერაშვილმა, გიგა ბოკერიამ და ლელა ქებურიამ დაგროვებითი საპენსიო სისტემა დატოვეს

0

„ევროპული საქართველოს” წევრებმა: ზურაბ ჭიაბერაშვილმა, გიგა ბოკერიამ და ლელა ქებურიამ დაგროვებითი საპენსიო სისტემა დატოვეს – აღნიშნულის შესახებ განცხადება დეპუტატებმა საპენსიო სააგენტოს ოფისში გააკეთეს.
როგორც დეპუტატებმა განაცხადეს, ისინი არ ენდობიან აღნიშნულ სისტემას და, ამიტომ, შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღეს და სქემა დატოვეს.
„შეუძლებელია, რომ ამ ტიპის დანაზოგებით ადამიანებმა უზრუნველყონ თავიანთი ღირსეული სიბერე“, – აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.
აღნიშნულ ფაქტს საპენსიო სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მაგდა კოტრიკაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საკვირველია, რომ ევროპული მენტალიტეტის მქონე პარტიები და პირები ცდილობენ თემის პოლიტიზირებას.
„რეალურად, დეპუტატები, რომლებიც იყვნენ ჩვენთან მოსული, ჩვენთვის არიან რიგითი მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ სურვილი, დატოვონ სქემა, ან, პირიქით – ჩვენ ვიღებთ უამრავ მოქალაქეს, რომელსაც აქვს სურვილი, რომ ჩაერთოს პროცესში. ცოტა საკვირველია, რომ ევროპული მენტალიტეტის მქონე პარტიებმა და პირებმა სწორედ ასეთი განცხადებები გააკეთეს და ცდილობენ თემის პოლიტიზირებას, უხერხულია“ ,- განაცხადა კოტრიკაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი