ოკუპირებული ცხინვალიდან სოფელ ნიქოზთან დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე გაათავისუფლეს
ოკუპირებული ცხინვალიდან სოფელ ნიქოზთან დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე გაათავისუფლეს, – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
უწყებაში განმარტავენ, საქართველოს 2 მოქალაქე დღეს გათავისუფლდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ნუგზარ მჭედლიძემ და გაბრიელ მელანაშვილმა ოკუპირებული ცხინვალი სასამართლო პროცესის შემდეგ დატოვეს.
გათავისუფლებულები შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის დეპარტამენტში დაკითხავენ.
ნუგზარ მჭედლიძე და გაბრიელ მელანაშვილი რუსმა სამხედროებმა გუშინ დააკავეს. ისინი ნიქოზის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.