შსს-მ მარნეულში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ლაშა ქველაძე გამოკითხვაზე დაიბარა

“კვირას” ინფორმაციით, შსს-მ ლაშა ქველაძე მარნეულში, 22-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე “ნაცმოძრაობის” წევრ ლაშა ქველაძესა და “ქართული ოცნების” წარმომადგენელ გიორგი თაბუკაშვილს შორის მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, გამოკითხვაზე დაიბარა.
ცნობისთვის, მარნეულში 22-ე საარჩევნო ოლქის მიმდებარე ტერიტორიაზე დაპირისპირება მოხდა. “კვირას” ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი, ლაშა ქველაძე “ქართული ოცნების” წარმომადგენელს, მარნეულის №22 საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს, გიორგი თაბუკაშვილს ფიზიკურად გაუსწორდა.
​ლაშა ქველაძე “კვირასთან” საუბარში რაიმე სახის დაპირისპირება უარყო და განმარტა, რომ მის მიმართ “ქართული ოცნების” მხრიდან ადრეც ყოფილა მსგავსი პროვოკაცია.
​გიორგი თაბუკაშვილი კი “კვირასთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ აღნიშნული ფაქტი “ნაცმოძრაობის” მხირდან მიზანმიმართული პროვოკაცია იყო და რადგან ის ამ პროვოკაციას არ აჰყვა, მისივე თქმით, ქველაძე მას ფიზიკურად გაუსწორდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები