ირაკლი ღარიბაშვილი: მოკითხვა მინდა გადმოგცეთ საქართველოს სახელით

გერმანიაში, კარლოს დიდის დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ, აახენში შეკრებილმა მაღალი რანგის სტუმრებმა, ქალაქის მერიასთან შეკრებილ მოსახლეობას მიმართეს. ირაკლი ღარიბაშვილი აახენის მოსახლეობას მიესალმა და მათ წარმატება უსურვა.
“მოკითხვა მინდა გადმოგცეთ მთელი საქართველოს სახელით. ჩემთვის დიდი პატივია, ჩემს კოლეგებთან ერთად მონაწილეობა მივიღო დაჯილდოების ამ არაჩვეულებრივ ცერემონიაში და მივულოცო დიდ ევროპელს ეს შესანიშნავი ჯილდო”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
მოგვიანებით, ევროსაბჭოს პრეზიდენტის საპატივცემულოდ აახენის მერიაში მიღება გაიმართა . მიღებას, სხვა მაღალი რანგის სტუმრებთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები