სურსათის ეროვნული სააგენტო აგრარულ ბაზრებს ამოწმებს

სურსათის ეროვნული სააგენტო, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, სასურსათო ბაზარზე გაზრდილი მოთხოვნილებიდან გამომდინარე, სახელმწიფო კონტროლს აქტიურად ახორციელებს.
როგორც „კვირას“ სეს-ში განუცხადეს, სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფები დედაქალაქში არსებულ აგრარულ ბაზრებს ამოწმებენ. მათივე ცნობით, კონტროლდება როგორც ბაზრებში არსებული სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, ასევე – მაღალი რისკის სურსათის – ხორცისა და რძის ნაწარმის შენახვისა და რეალიზაციის პირობები.
„სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შედეგად, აგრარულ ბაზრებში განხორციელდა სარეაბილიტაციო სამუშაოები და გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურა. სახელმწიფო კონტროლის შედეგად კრიტიკული შეუსაბამობები არ დაფიქსირებულა, თუმცა გამოვლინდა ვეტერინარული ზედამხედველეობის გარეშე ხორცის რეალიზაციის ორი და ვადაგასული ხორცის რეალიზაციის ერთი ფაქტი, რაზეც სააგენტომ განახორციელა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები – სურსათი დაილუქა და ამოღებულია ბაზრიდან, ბიზნესოპერატორები კი დაჯარიმდნენ. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, არ შეიძინოს მაღალი რისკის სურსათი არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში, სადაც არ არის დაცული შენახვისა და რეალიზაციის პირობები და შეუძლებელია მიკვლევადობა“, – აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები