გორიჯვართან ახლოს ახალგაზრდა მამაკაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს

შიდა ქართლში, გორიჯვრის მთაზე, წმინდა გიორგის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე 25 წლამდე ასაკის ბიჭი ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკლვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

მომხდარის შესახებ სხვა დეტალი ამ დროისთვის უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები