საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გამოცდილება მსოფლიო ბანკის მიერ გამართულ კონფერენციაზე განიხილეს

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უკრაინაში მიწის მმართველობის განვითარების თემაზე გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
კონფერენციაზე – „მიწის მმართველობის გაძლიერება უკრაინის განვითარებისთვის” საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი – მსოფლიო ბანკის „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის” მიწის ბაზრის განვითარების კომპონენტის იურისტი, თეიმურაზ გაბრიაძე სპეციალური მიწვევით მონაწილეობდა.
იგი პანელურ სესიაზე – „საკადასტრო სისტემის სისრულე” მოხსენებით „საქართველოში განხორციელებული მიწის რეგისტრაციის რეფორმის ინოვაციური მიდგომებით” წარდგა და მონაწილეებს მიწის რეგისტრაციის რეფორმის მიმდინარეობისას დანერგილი სიახლეები, გამოწვევები და მიღწეული წარმატებები გააცნო. თეიმურაზ გაბრიაძემ, ასევე, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მიწის რეგისტრაციის სისტემაში “ბლოკჩეინ” ტექნოლოგიის გამოყენებაზე, უწყების გამოცდილებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
კონფერენცია „მიწის მმართველობის გაძლიერება უკრაინის განვითარებისთვის” მსოფლიო ბანკის ორგანიზებით გაიმართა და მასში მონაწილეობა სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო, კერძო, აკადემიური და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები