“იმ ბავშვებს, რომლებსაც ტყვიის შემცველობა მომატებული აქვთ, განმეორებით კვლევებს სახელმწიფო დაუფინანსებს”

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, 650-მდე ბავშვს, რომელსაც სისხლში ტყვიის შემცველობა მომატებული აქვს, განმეორებითი კვლევა ჩაუტარდება და კვლევის ღირებულებას სახელმწიფო დააფინანსებს.
„სავარაუდოდ, მომავალ კვირაში მთავრობაზე დამტკიცდება და ამუშავდება პროგრამა, რომელიც შეეხება სისხლში ტყვიის შემცველობაზე გამოკვლეული 1 578 ბავშვიდან, დაახლოებით, 650-ს; კერძოდ, იმ ბავშვებს, რომლებსაც ტყვიის შემცველობა მომატებული აქვს. განმეორებით კვლევებს დააფინანსებს სახელმწიფო, მათ შორის – ინტერვენციებსაც, სადაც პედიატრის დანიშნულებით საჭირო იქნება ჩარევა. ასევე, ჩავატარებთ გარკვეულ მონიტორინგს.
​19 აპრილის განკარგულების თანახმად, ოთხმა სამინისტრომ: ჯანდაცვის, გარემოსა და სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის სამინისტროებმა შეიმუშაონ გრძელვადიანი პროგრამა. 650 ბავშვზე და მათ ოჯახებზე შესწავლილი იქნება გარემოს სამინისტროს სინჯები შესაძლო წყაროს აღმოსაჩენად. ანუ აღებული იქნება წყლის, ნიადაგისა და საკვების ნიმუში. ნიმუშები გამოკვლეული იქნება, რათა გავიდეთ სისხლში რკინის მოხვედრის წყაროზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები