ზუგდიდში მოსახლეობას აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მექანიკური მეთოდები გააცნეს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში აზიური ფაროსანას საწინააღმეგოდ გასატარებელი მექანიკური მეთოდების გაცნობის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ლაშა შალამბერიძემ ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობას „მოიზიდე და გაანადგურე“ საშუალებების მექანიკური მეთოდები გააცნო და დაგეგმილ ღონისძიებებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა, სწავლების მიზნით, საკარმიდამო ტერიტორიებზე ფერომონიანი თეთრი ნაჭრები დაამონტაჟეს, რომლის მეშვეობითაც მავნებლის მოზიდვა ხდება და შემდეგ პრეპარატის შესხურებით განადგურება.
შეხვედრებზე ადგილობრივებს ინფორმაცია ფაროსანას მოზამთრე ფაზის წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების აუცილებლობაზეც გააცნეს, რათა ტემპერატურის კლებასთან ერთად მინიმუმამდე შემცირდეს მავნებლის რაოდენობა. შეხვედრებზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ღონისძიებებში მოსახლეობის ჩართულობას მასშტაბური ხასიათი უნდა ჰქონდეს . თავის მხრივ, მოსახლეობა აღნიშნავს, რომ „მოიზიდე და გაანადგურე“ საშუალებებს აქვს დადებითი ეფექტი, რადგან ფერომონსა და შუქზე მოზიდული დიდი რაოდენობით მავნებელი თეთრ ნაჭერთან შეხების შემდეგ, რამდენიმე წამში ნადგურდება.
ამ დროისთვის, დასავლეთ საქართველოში, მავნებლის საწინააღმდეგო წამლობის დაწყებამდე სპეციალური ჯგუფები ინტენსიურ მონიტორინგს ახორციელებენ და სწავლობენ მავნებლის გავრცელების არეალს.