ნახუნაოში გზის რეაბილიტაცია დასრულდა
მარტვილის მუნიციპალიტეტში, ნახუნაოს ადმინისტრაციულ ერთეულში, გზის ასფალტობეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა. დასრულებული სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე გრიგალავამ მერიის წარმომადგენელთან, ზაზა ქურდიანთან ერთად დაათვალიერა.
როგორც „კვირას“ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში დაიგო 3 357 მეტრი ასფალტობეტონის საფარი. პროექტი, ასევე, ითვალისწინებდა სავალ ნაწილსა და ეზოების მისასვლელებთან წყალსაწრეტი მილების, რკინა-ბეტონისა და ბუნებრივი კიუვეტების მოწყობას.
„პროექტის ღირებულებამ 879 909 ლარი შეადგინა. სამშენებლო სამუშაოები შპს „ინდიკომ“ შეასრულა. ნახუნაოს ადმინისტრაციულ ერთეულში გზის ასფალტობეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით განხორციელდა“, – აცხადებენ მერიაში.