მეათე დღეა, მარტვილში 57 წლის დავით მირცხულავას ეძებენ
სამეგრელოში, მარტვილში მეათე დღეა, 57 წლის დავით მირცხულავას ეძებენ. ის თანასოფლელებთან ერთად ლებარდეს ხეობაში ჯონჯოლის საკრეფად იყო წასული. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ის გამოეყო ჯგუფს და ცალკე იყო. ხეობიდან დაბრუნებულ ჯგუფის წევრებს დავით მირცხულავა სახლში არ დახვდათ. სამძებრო – სამაშველო ღონისძიებებში მონაწილეობენ სამართალდამცველები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, დაკარგულის ახლობლები. დავით მირცხულავა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის მკვიდრია.