ბაღდათის მუნიციპალიტეტში „ეტალონ-მოსწავლე“ გამოვლინდა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის ფერსათის №2 საჯარო სკოლაში საქართველოს ეროვნული ინტელექტჩემპიონატი „ეტალონი“ გაიმართა. ეტალონში მონაწილეობა მუნიციპალიტეტის ოცდაერთივე საჯარო სკოლის 75-მა მოსწავლემ მიიღო.
ინტელექტჩემპიონატის დაწყებამდე გოჩა ტყეშელაშვილმა 2017-2018 სასწავლო წლის “ბაღდათის ეტალონ მოსწავლეს”, ვახტანგ კიკნაძეს გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი დიპლომი გადასცა. დიპლომი გადაეცა ქალაქ ბაღდათის №2 საჯარო სკოლასაც „ეტალონ-მოსწავლის“ აღზრდისთვის.
„ინტელექტუალური თამაშის ბოლოს გამოვლინდა „ბაღდათის ეტალონ-მოსწავლე“ – სოფელ დიმის №2 საჯარო სკოლის მე-11 კლასელი მარიამ ვარდოსანიძე. მეორე ადგილი სოფელ როკითის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლემ მარიამ ბრეგაძემ, ხოლო მესამე – სოფელ როხის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ ელენე ბუბუტეიშვილმა დაიკავა“,- აცხადებენ ბაღდათის მუნიციაპალიტეტის მერიაში.
მათივე ცნობით, “ბაღდათის ეტალონ-მოსწავლე“ მონაწილეობას საქართველოს ეროვნული ინტელექტჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს.
ეტალონი ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა. ინტელექტუალურ თამაშს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები