არჩილ გოგსაძემ საკრებულოს გაფართოებულ სხდომაზე 2018 წლის ანგარიში წარადგინა
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა, არჩილ გოგსაძემ საკრებულოს გაფართოებულ სხდომაზე 2018 წლის ანგარიში წარადგინა. სხდომა ვ. მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმის საექსპოზიციო დარბაზში გაიმართა.
როგორც „კვირას“ მერიიდან აცნობეს, არჩილ გოგსაძემ შეკრებილ აუდიტორიას 2018 წელს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაწეული საქმიანობა დეტალურად გააცნო.
მათივე ცნობით, ანგარიშს საკრებულოს თავმჯდომარე – შალვა მშვილდაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – ნოდარ გიორგიძე, დეპუტატები, მერის მოადგილეები, საქართველოს პარლამენტში, ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის, კობა ლურსმანაშვილის ბაღდათის ბიუროს წარმომადგენლები, მერიის სამსახურების უფროსები, ა.(ა) ი.პ -ების ხელმძღვანელები და საზოგადოებრივი საბჭოების წარმომადგენლები დაესწრნენ.