გივი მოდებაძე: ეს პროექტი ყველა ჭიათურელისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, წლის ბოლოდან ჩვენ 24-საათიანი წყალმომარაგება გვექნება

ჭიათურაში “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი, გივი მოდებაძე ქალაქ ნაგუთის მცხოვრებლებს შეხვდა. მოდებაძემ ადგილობრივების პრობლემები მოისმინა და მერობის შემთხვევაში, მათ აღმოფხვრას დაჰპირდა. ასევე ის მოსახლეობას დაგეგმილი პროექტების შესახებ ესაუბრა.
“ქვედა ნაგუთის მოსახლეობა ისარგებლებს ყველა იმ სიკეთით, რაც ამ ქალაქში განხორციელდება. ქართული ოცნების ხელისუფლებამ გადადგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი და ჭიათურაში წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ეს პროექტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა ჭიათურელისთვის და მიმდინარე წლის ბოლოდან ჩვენ 24-საათიანი წყალმომარაგება გვექნება.
ამავდროულად, ქვედა ნაგუთში მდებარე ყველა კორპუსის გარე ფასადის რეაბილიტაცია და შეღებვა გვაქვს დაგეგმლი”, – განაცხადა გივი მოდებაძემ.
ქალაქის ქუჩებში გამართულ შეხვედრებს ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი, სულხან მახათაძეც დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები