გივი მოდებაძე: ითხვისში ახალი საბავშვო ბაღი აშენდება 

ჭიათურაში “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი, გივი მოდებაძე ითხვისის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მცხოვრებლებს შეხვდა. მოდებაძემ ადგილობრივების პრობლემები მოისმინა და მერობის შემთხვევაში, მათ აღმოფხვრას დაჰპირდა.ჭიათურის მერობის სახელისუფლებო კანდიდატი სოფლის მცხოვრებლებს შიდა საუბნო გზების მოწესრიგებასაც დაჰპირდა.
“მე ზუსტად ვიცი ის პრობლემები, რაც ამ დროისათვის, ითხვისის მოსახლეობას აწუხებს. ვიცი, რომ ნომერ პირველი პრობლემა აქ წყლის პრობლემაა. ამ მიმართულებით, მე ჩემს გუნდთან ერთად, მუშაობა დაწყებული მაქვს და ამ მუშაობის შედეგს თითოეული თქვენგანი იგრძნობთ. ჩვენ ვგეგმავთ სპეციალური შპს-ს შექმნას, რომელიც ფოკუსირებული იქნება ჭიათურის სოფლებში წყლის პრობლემის გადაჭრაზე. დამერწმუნეთ, ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, ითხვისის მოსახლეობას წყლის პრობლემას მაქსიმალურად მოკლე დროში მოვუგვარებთ. ასევე, უნდა გითხრათ, რომ თქვენს სოფელში აშენდება ახალი საბავშვო ბაღი”,- განაცხადა გივი მოდებაძემ.
ითხვისში გამართულ შეხვედრებს ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი, სულხან მახათაძე ესწრებოდა. მან მოსახლეობას სიტყვით მიმართა და ადგილობრივებს გივი მოდებაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები