ვახტანგ ბერიძე: მე ყოველთვის ვიქნები იქ, სადაც თითოეული მოქალაქე მიიჩნევს საჭიროდ

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მმართველი გუნდის ხულოს მერობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ვახტანგ ბერიძე ღურტის, მანიაკეთის, ტაბახმელას, ჯვირიქეთისა და დიოკნისის მცხოვრებლებს შეხვდა. ადგილობრივებმა მერობის კანდიდატს შიდა სასოფლო გზისა და სანიაღვრე არხების მოწესრიგება, ასევე, სასმელი წყლისთვის რეზინის მილებით უზრუნველყოფა და სხვა ინფრასტრუქტურული პრობლემები დაუსახელეს. ვახტანგ ბერიძე, მერად არჩევის შემთხვევაში, მოსახლეობას ამ პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.

,,დიდი მადლობა ასეთი თბილი დახვედრისთვის. მე ამ სოფელში პირველად არ მოვსულვარ და ვიცი, ყველა თქვენი პრობლემა. ამჯერად, არ ვსაუბრობ იმის შესახებ, რაც ხელისუფლების მხრიდან აქამდე გაკეთდა, რადგან ამას ხალხი ისედაც ხედავს. ჩემი მთავარი პრიორიტეტია, ამის შემდეგ რა გაკეთდება, რომლის დაგეგმვაში ყველა ადგილობრივის ჩართულობა იქნება ჩემთვის მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი. კაცი რომ ცხოვრობს მთაში, სოფელში, მას დღევანდელ ცხოვრებაში გზა უნდა ჰქონდეს და ელემენტარული ყოფითი ცხოვრება გაუმჯობესებული. ჩემი არჩევის შემთხევაში, მე გპირდებით, რომ თქვენ გვერდით ვიქნები და რაც კანონით გვერგება და რაც კანონს არ დაარღვევს, ყველაფერი იქნება თქვენს სასარგებლოდ გამოყენებული. მერობის შემთხვევაში ჩემთვის არ იქნება დღე და ღამე, მე ყოველთვის ამომრჩევლების ადგილზე წარმოვიდგენ თავს და პირადად მე მინდა, ისეთი მერი მყავდეს, რომელიც  დამეხმარება და ჩემ გვერდით იქნება. აქედან გამომდინარე, მე ყოველთვის ვიქნები იქ, სადაც თითოეული მოქალაქე მიიჩნევს საჭიროდ”, – აღნიშნა შეხვედრისას ვახტანგ ბერიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები