„სანდრა უცხოური უშიშროების “შემოგდებული მასალაა“ – ზუგდიდის მერობის კანდიდატი რულოვსის შესახებ (ვიდეო)

„რაც შეეხება სანდრას – ის არც მეგრელია, არც ზუგდიდელია და პირდაპირ გეტყვით, რომ ის არის უცხოური უშიშროების “შემოგდებული მასალა”, ამას ძალიან შორი გზები აქვს და აქ ჩადებულია ბომბია“, – ამის შესახებ რადიო “ათინათის” ეთერში ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, დავით თორდიამ განაცხადა.

წამყვან არჩილ თოდუასთან გადაცემაში სტუმრობისას თეოლოგმა კანდიდატმა საარჩევნო პროცესი შეაფასა და აღნიშნა, რომ მაისის ბოლოს სიტუაცია გართულდება.

„საარჩევნო კამპანია, ჯერჯერობით, მშვიდად მიდის და როცა დაიწყება აქტიური პროცესები, იქნება შეტაკება. ვიცი, რომ რაღაც მოხდება აქ იმიტომ, რომ სააკაშვილი უცხოეთიდან უკვე “იჭიმება”…აქ უნდათ ხალხის აყრა… ეს, პრინციპში, აქამდე მივა. მაგრამ არც „ნაციონალებსა“ და არც „ოცნებას“ კარგი დღე არ დაადგებათ იმიტომ, რომ მე ვუმზადებ მათ მეგაინფორმაციებს“, – განაცხადა თორდიამ და აღნიშნა, რომ არჩევნებში სერიოზულ კონკურენტებად არავის აღიქვამს და საზოგადოებას საზოგადოებას ისეთ ინფორმაციებს მიაწვდის, რაც მისი გამარჯვების საფუძველი გახდება.

რაც შეეხება “გაერთიანებული ოპოზიციის” კანდიდატს – თორდია მიიჩნევს, რომ სანდრა რულოვსი სპეცსამსახურების კადრია და მის ფაქტორს საფრთხისშემცველს უწოდებს: „კანდიდატებს, რომლებიც ჩემი კოლეგები არიან, მე ჩემს კონკურენტებად არ აღვიქვამ. აქ, ძირითადად, არის 2 მასა – „ოცნება“ და „ნაციონალები“. ერთმანეთის ჯიბრით მათ ქვეყანა გათელეს. მაგრამ, ახლა აქაურ კანდიდატებს მე არ შევეხები. ზუგდიდის მერობის კანდიდატებს ვგულისხმობ… ზუგდიდელებს, თუნდაც თბილისში რომ იყვნენ, მე არ შევეხები. მე თუ შევეხე, შევეხები მხოლოდ იმათ, ვინც არ არიან ზუგდიდელები. რაც შეეხება სანდრას – ის არც მეგრელია, არც ზუგდიდელია და პირდაპირ გეტყვით, რომ ის არის უცხოური უშიშროების “შემოგდებული მასალა”. ამას ძალიან შორი გზები აქვს და აქ ჩადებულია ბომბი…
რაღა, მაინცდამაინც, სამეგრელოში იყრის კენჭს? იმიტომ, რომ სამეგრელოს ყოველთვის ყველა იყენებდა; ყველა ძირითადი პარტია, რაც საქართველოში შეიქმნა, თავს იყრიდა და დაანონსებას აკეთებდა სწორედ სამეგრელოდან. საინტერესო არ არის? ეს იმიტომ, რომ რუსეთმაც იცის და ამერიკამაც, რომ სამეგრელოში არის ის მუხტი, ის ძალა, ბირთვი, ენერგია, სული, რომელიც მართავს საქართველოს; ეს არის ძირითადი ხერხემალი, რომელიც შევარდნაძემ 1993 წელს “ხერხემალში გადატეხა“, – აცხადებს მერობის კანდიდატი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები