პანკისის ხეობაში მომხდარი დაპირისპირებისას დაშავებული ორი პოლიციელი საავადმყოფოში რჩება
გუშინ პანკისის ხეობაში მომხდარი დაპირისპირებისას დაშავებულთაგან სამკურნალო დაწესებულებაში ორი პაციენტი რჩება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, ორივე დაშავებული პოლიციის თანამშრომელია.
“მათ კიდევ სჭირდებათ მეთვალყურეობა და შესაძლებელია, ისინი თბილისში გადმოვიყვანოთ”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.