აქცია ზუგდიდში – დაკავებულ მირიან მარკელიას ახლობლები სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ

საპროტესტო აქცია მინდინარეობს ზუგდიდის პროკურატურასთან. აქციის მონაწილეები ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხდევითაც 22 წლის მირიან მარკელიას თავისუფლების 5 წლით აღკვეთა მიესაჯა.

მირიან მარკელიას საქმეზე გამოძიება 2 მუხლით მიმდინარეობდა, მათ შორის – 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ე ქვეპუნქტით, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, რაც ცემას, ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ წარდგენილ ბრალდებაში მარკელია დამნაშავედ ცნო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები