პანკისში დაშავებული პოლიციელები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მკურნალობას აგრძელებენ
თელავის რეფერალურ საავადმყოფოში პანკისში მომხდარი დაპირისპირებისას დაშავებულებიდან 16 პირი ამ დრომდე მკურნალობს, მათ შორის უმრავლესობა პოლიციელია.
თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, ამ დროისთვის, 16 პირი რჩება.
კლინიკის მედპერსონალის ინფორმაციით, პაციენტების უმრავლესობას დაზიანებები თავის არეში აქვს მიღებული და ქალა-ტვინის ტრავმები აღენიშნება. ისინი ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებენ და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
შეგახსენებთ, რომ პანკისის ხეობაში გუშინ მომხდარი დაპირისპირების შედეგად, ჯამურად, სამედიცინო დახმარება გაეწია 55 ადამიანს, მათ შორის – 38 პოლიციელსა და 17 მოქალაქეს.