ნინო წილოსანის ბიუროს ინიციატივით შექმნილი “ახალგაზრდული პლატფორმის” პროექტის – “იკითხე ქართულის” განხორციელება დაიწყო (ვიდეო)

ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატის, ნინო წილოსანის ბიუროს ინიციატივით შექმნილი „ახალგაზრდული პლატფორმა” გურიაში, ჩიბათის საჯარო სკოლასთან თანამშრომლობით, პროექტის „იკითხე ქართულის” განხორციელება დაიწყო.
პროექტის ფარგლებში 2018-2017 წლის “გახდი ბესტსელერის ავტორის” გამარჯვებულები: ნათია ჯაგოდნიშვილმა, იაგო თვალაბეიშვილმა, გვანცა გუბელაძემ, ნიკოლოზ ტოტოღაშვილმა, ვახტანგ ვახტანგაძემ და თათული ღვინიანიძემ საკუთარ ნაწარმოებებზე პრეზენტაციები გამართეს.
ღონისძიების ბოლოს დისკუსია გაიმართა. პრეზენტაციის მიზანი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სკოლის მწირი ბიბლიოთეკების გამრავალფეროვნება და ახალგაზრდებში წიგნიერების დონის ამაღლებაა. აღსანიშნია, რომ პროექტის ფარგლებში შვიდ სკოლას თანამედროვე ავტორთა წიგნები გადაეცემა.
პროექტის მხარდამჭერები ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო, ჩიბათის საჯარო სკოლა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია არიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები