სალომე ზურაბიშვილი: აუცილებელია, ძალიან სწრაფად დაიწყოს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის აღდგენა

„აუცილებელია, ძალიან სწრაფად დაიწყოს ამ ძეგლის, დავით გარეჯის აღდგენა”,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ევროპა ნოსტრას“ ჯგუფთან ერთად, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი დათვალიერებისას განაცხადა.

- რეკლამა -

- რეკლამა -

მისივე თქმით, ეს საქმე სასწრაფოდაა დასაწყები.

“სწორედ, ამას ემსახურება „ევროპა ნოსტრას“ მიერ დავით გარეჯის საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლად გამოცხადება. აუცილებელია, ამ საქმეს სასწრაფოდ შევუდგეთ“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

ცნობისათვის, „ევროპა ნოსტრა“ კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის საზოგადოების პანევროპული ქსელია, რომელიც ევროპის 50-ზე მეტი ქვეყნიდან 250 საზოგადოებრივ ორგანიზაციას, 150 ასოცირებულ და 1500 ინდივიდუალურ წევრს აერთიანებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები