შოთა გულბანი: ფაქტია, რომ ამ საქმისთვის პოლიტიკურ ზეწოლად გასაღების მცდელობა თავად ბანკის მენეჯმენტის ინტერესებში უფრო შედიოდა

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი, შოთა გულბანი ერთერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
ექსპერტის თქმით, თუ თუ გამოძიებამ მართლაც დაადასტურა, რომ TBC-ს მიერ ოფშორში გადარიცხული 17 მილიონი დოლარი ფულის „გათეთრების“ ნიშნებს შეიცავს, მაშინ TBC-ს აქციონერების მოთხოვნა, რომ ეს თანხა უკან ბანკში იქნას დაბრუნებული, ლეგიტიმურია და ლოგიკური.
“როგორც ჩანს, TBC ბანკის საქმეზე ახალი გარემოებები იკვეთება. მე არ ვიცი, ეს ინფორმაცია რამდენად უტყუარია, თუმცა, თუ გამოძიებამ მართლაც დაადასტურა, რომ TBC-ს მიერ ოფშორში გადარიცხული 17 მილიონი დოლარი ფულის „გათეთრების“ ნიშნებს შეიცავს, მაშინ TBC-ს აქციონერების მოთხოვნა, რომ ეს თანხა უკან ბანკში იქნას დაბრუნებული, ლეგიტიმურია და ლოგიკური“, – წერს შოთა გულბანი.
იგი საქმის პოლიტიკურ ასპექტზეც აკეთებს აქცენტს და ამბობს, რომ ამ საქმისთვის პოლიტიკურ ზეწოლად გასაღების მცდელობა თავად ბანკის მენეჯმენტის ინტერესებში უფრო შედიოდა.
“ფაქტია, რომ ამ საქმისთვის პოლიტიკურ ზეწოლად გასაღების მცდელობა თავად ბანკის მენეჯმენტის ინტერესებში უფრო შედიოდა. ამ შემთხვევაში უფრო იოლია, ჩადენილი უკანონო მოქმედება გადაფარო და ყველაფერი პოლიტიკურ ანგარიშსწორებას დააბრალო. გარდა ამისა, სებ-ის მილიონიანი ჯარიმა და გლობალური აუდიტორული კომპანია PWC-ს დადასტურება ამ ჯარიმის სამართლიანობის შესახებ, მაფიქრებინებს, რომ TBC-ს ტრანზაქციაში რაღაც ისე ვერ იყო, როგორც უნდა ყოფილიყო დადგენილი წესებისა და კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ კანონის მიხედვით“, – აღნიშნავს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები