გივი მოდებაძე: შიდა საუბნო გზების მოწესრიგების პროცესი დაწყებულია
ჭიათურის მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატი, გივი მოდებაძე, წინასაარჩევნო შეხვედრების ფარგლებში, მსხლოვანისა და ნავარძეთის მოსახლეობას შეხვდა.
მმართველი გუნდის კანდიდატი ადგილობრივებს შიდა საუბნო გზების პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა. მოდებაძის თქმით, როგორც მსხლოვანში, ისე ნავარძეთში შიდა საუბნო გზების მოწესრიგების პროცესი დაწყებულია და, მისი გამარჯვების შემთხვევაში, ეს პროცესი შეუქცევად ხასიათს მიიღებს.
“მოვისმინეთ მოსახლეობის შენიშვნები და მოვინიშნეთ ის საკითხები, რაც უნდა გადავწყვიტოთ. ნაწილი უკვე გადაწყვეტილია და დანარჩენზე აუცილებლად ვისმჯელებთ. ზოგადად, კმაყოფილი ვარ დღევანდელი შეხვედრებით”, – განაცხადა გივი მოდებაძემ.
გივი მოდებაძე დღეს ცხოვრებაძის ქუჩის მოსახლეობასაც შეხვდება.