ხულოში ვაშლოვანის ტრაგედია გაიხსენეს
ხულოს მუნიციპალიტეტში 1998 წლის 18 აპრილის ვაშლოვანის ტრაგედია გაიხსენეს. სტიქიური უბედურების დროს დაღუპულთა სულების უკვდავსაყოფად, ტრაგედიის ადგილას დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, შესაბამისი სამსახურებისა და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, ასევე, ადგილობრივი მოსახლეობა იმყოფებოდნენ. მათ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ნათესავებთან ერთად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
ტრაგედიის შესახებ ისაუბრეს მერის მოვალეობის შემსრულებელმა – ნადიმ ვასაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე – ჯუმბერ დიმიტრაძემ, მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში – ანზორ ბოლქვაძემ, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა.
ღონისძიების დასკვნით ნაწილში სოფელ ოქრუაშვილების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თემატიკასთან დაკავშირებული ლექსები წაიკითხეს.
შეგახსენებთ, რომ 21 წლის წინ სოფელ ვაშლოვანში, სატბაოს ტერიტორიაზე მოულოდნელად ჩამოწოლილმა მეწყერმა 6 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.