აჭარის “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ოპერატორები გაიფიცნენ
აჭარის “საზოგადოებრივი მაუწყებლის” 13 ოპერატორი გაიფიცა. მათ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაზე უარი თქვეს.
ოპერატორები ხელფასების გაზრდას, ან სამუშაო პირობების შეცვლას ითხოვენ. ამბობენ, რომ მათ, ოპერატორთან ერთად, მემონტაჟის ფუნქციის შესრულებაც უწევთ, ანაზღაურება კი შესაბამისი არ აქვთ.
მაუწყებლის პროფესიული კავშირების თავმჯდომარე აცხადებს, რომ დამატებითი განმარტება მრჩეველთა საბჭოს სხდომის შემდეგ გაკეთდება.
დღეს მრჩეველთა საბჭო მაუწყებლის დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავს. სხდომა 13:00 საათზეა ჩანიშნული.
ცნობისთვის, ოპერატორებმა გაფიცვის შესახებ ინფორმაცია 15 აპრილს წერილობით გაავრცელეს.