გიორგი შენგელია: ზუგდიდში არ იარსებებს ქუჩა, სადაც გზის პრობლემა იქნება (ვიდეო)
ზუგდიდის მერობის “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” კანდიდატი, გიორგი (გეგა) შენგელია, “კარდაკარის პრინციპით”, ამომრჩეველთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს. ის, ამჯერად, ენგურის უბანში (კომბინატის დასახლება) ამომრჩეველს შეხვდა და იმ პროექტებზე ესაუბრა, რისი განხორციელებაც ამ უბანში მოხდება.
,,ამ დასახლებაში მოხდება თამარ მეფის, ჩიქობავასა და ჯანაშიას ქუჩების სრული რეაბილიტაცია. წელს ხელახლა აშენდება 10 ცენტრალური ქუჩა და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 100-ზე მეტ ქუჩას. ამასთან, სოფლებში 16 გზის რეაბილიტაცია მოხდება. წყლისა და წყალარინების პროექტების განხორციელებამ საგზაო ინფრასტრუქტურა დააზიანა და ქუჩები, ფაქტობრივად, გაუვალია. თუმცა, ამ პრობლემის მოგვარება დაწყებულია და, ჩემი მერობის ვადის ამოწურვამდე, ზუგდიდში არ იარსებებს ქუჩა, სადაც გზის პრობლემა გვექნება. უახლოეს დღეებში, ამ დასახლებაში იწყება შიდა ეზოებისა და საბავშვო მოედნის მოწყობა”, – განაცხადა შეხვედრაზე გიორგი შენგელიამ.
წელს ზუგდიდში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის 50 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი, აქედან უმეტესი ნაწილი – 36 მილიონი ლარი გზების მშენებლობა-რეაბილიტაციას ხმარდება.