ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

ზუგდიდში, სოფელ გრივოლიშში ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაზარალებული ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც კლინიკის ემერჯენსის განყოფილების ხელმძღვანელი, მაია ესებუა “კვირასთან” საუბარში აღნიშნავს, ახალგაზრდა მამაკაცი გულმკერდისა და მუცლის არეში, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით არის დაჭრილი და მას სასწრაფო-გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.

“112-ის მიერ შემოყვანილია 28 წლის მამაკაცი, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღით აღენიშნებოდა ჭრილობები გულმკერდისა და მუცლის არეში. აღენიშნებოდა შინაგანი სისხლდენა. პაციენტის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა და მას ამ წუთებში ოპერაცია უტარდება”, – განაცხადა მაია ესებაუამ.

როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. სამართალდამცველების მიერ დანაშაულის სავარაუდოდ ჩამდენი პირის ვინაობა დადგენილია. ამ დროისთვის, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები მისი დაკავების მიზნით.

მაია ესებუა – ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილების ხელმძღვანელი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები