ზაურ დარგალი: თითოეული სოფლის საჭიროებებს ერთობლივი ძალისხმევით გავუმკლავდებით
მარნეულის”ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი, ზაურ დარგალი დამია გეურარხის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების – დამია-გეურარხის, კიროვკის, ახლოლალოსა და დამიას მოსახლეობას შეხვდა. დღესვე შეხვედრები შედგა შულავერის ადმინისტრაციული ერთეულის ორი სოფლის ზემო და ქვემო სარალის მოსახლეობასთან, სადაც სახელისუფლებო კანდიდატმა ადგილობრივ მოსახლეობას საკუთარი საარჩევნო კამპანია გააცნო და აღნიშნულ სოფლებში ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაგეგმილი და წინა წლებში განხორციელებული პროექტების ეფექტიანობაზე ისაუბრა.
მერობის კანდიდატმა, მოსალხეობის საჭიროებებიც მოისმინა და მათთან ერთად გადაჭრის გზებზე იმსჯელა.
კანდიდატთან ერთად, ამომრჩევლებთან წინასაარჩევნო შეხვედრას საარჩევნო შტაბის წევრები და ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
“ყველა საჭიროებას, რომელიც თითოეულ სოფელს აწუხებს, ერთობლივი ძალისხმევით გავუმკლავდებით. ადგილობრივ ხელისუფლებას გააჩნია მკაფიო და თანმიმდევრული გეგმა სოფლებში განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით, რომელიც მოსახლეობის საჭიროებისამებრ მათ მიერ დასახელებული პრიორიტეტული საკითხების მოგვარებას ეხება. მუნიციპალიტეტის განვითარების პროცესი, რომელიც შეუჩერებლად მიმდინარეობს, გპირდებით, რომ მომავალშიც სწრაფი ტემპებით გაგრძელდება და ამის გარანტი მე ვიქნები”, – განაცხადა ამომრჩევლებთან შეხვედრისას კანდიდატმა.