გივი მოდებაძე: გაძლევთ პირობას, რომ, მერობის შემთხვევაში, ყველაზე მეტს გავაკეთებ ჭიათურის განვითარებისთვის

“მზად ვარ, ავიღო პასუხისმგებლობა, რომ ვმართო ჭიათურის მუნიციპალიტეტი და დარწმუნებით მოგცეთ პირობა, რომ ყველაზე მეტს გავაკეთებ ჭიათურის განვითარებისთვის”, – ამ სიტყვებით დაიწყო მერობის სახელისუფლებო კანდიდატმა, გივი მოდებაძემ სოფელ კაცხის მოსახლეობას.

“მზად ვარ, ავიღო პასუხისმგებლობა, რომ ვმართო ჭიათურის მუნიციპალიტეტი და დარწმუნებით მოგცეთ პირობა, რომ ყველაზე მეტს გავაკეთებ ჭიათურის განვითარებისთვი. მე მაქვს მხარდაჭერა ცენტრალური ხელისუფლებისა, რაც მაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ჯეროვნად ვემსახურო ჭიათურის საზოგადოებას“, – განაცხადა მოდებაძემ.
ჭიათურის მერობის ,,ქართული ოცნების” კანდიდატმა დღეს შეხვედრები, კაცხის მოსახლეობის გარდა, ჯოყოეთის, მორძგვეთისა და სალიეთის მოსახლეობასთანაც გამართა. ადგილობრივემა ძირითად პრობლემად გაზიფიცირება დაასახელეს. გივი მოდებაძის თქმით, უკვე გავლილია საკითხი ცენტრალურ ხელისუფლებასთან და კაცხის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში გაზიფიცირების პროცესი მიმდინარე წელს დაიწყება. მოსახლეობამ მერობის კანდიდატს საავტომობილო გზების მოწესრიგებაც სთხოვა, რაზეც მოდებაძემ განმარტა, რომ გამარჯვების შემთხვევაში შემუშავდება პროექტები და კაცხის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში შიდა გზების ინფრასტრუქტურა მოეწყობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები