სალხინოში საქართველოს ევროპული და ევროატლანიტიკური ინტეგრაციის საკითხებზე მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა
მარტვილის მუნიციპალიტეტის სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში საქართველოს ევროპული და ევროატლანიტიკური ინტეგრაციის საკითხებზე მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი – ალექსანდრე გრიგალავა და მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე – ალექსანდრე ახვლედიანი დაესწრო.
შეხვედრა ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა, ანა ცანავამ გამართა.
შეხვედრაზე საუბარი საქართველოს თანამშრომლობას ნატო-სა და ევროკავშირთან, შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლას, ასოცირების შეთანხმებასა და ღრმა ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესაძლებლობებს, ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებს, ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ გავრცელებულ არასწორ შეხედულებებსა და რეალობას შეეხო.
შეხვედრა პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა.
პროექტი სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით ხორცილედება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონში ეფექტიანი კომუნიკაცია.