ხულოში, 1998 წლის 18 აპრილს მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, ვახტანგ ბერიძემ დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

ხულოში “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი, ვახტანგ ბერიძე წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. დღეს მან თავის მხარდამჭერებთან ერთად 1998 წლის 18 აპრილის ტრაგედია გაიხსენა და მემორიალი გვირგვინით შეამკო. სატბაოს უბანში მეწყრული პროცესების დროს 6 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის იყო მცირეწლოვანიც. შეხვედრას დაღუპულთა ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ.
“ეს არის ტკივილი მთელი საქართველოსი, ეს არის ტკივილი მთელი აჭარისა და მთელი ხულოსი. 21 წლის წინ აქ დატრიალდა ტრაგედია და ბუნებრივი მოვლენების შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის – ერთი მცირეწლოვანი. მე ძალიან კარგად მახსოვს ეს დიდი ტკივილი, ეს ტკივილი ხულოს მუნიციპალიტეტისთვის არ განელებულა და ყოველ წელიწადს მოვდივართ, რომ პატივი მივაგოთ მათ სულებს. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ყველა ადამიანის ტკივილი, საქართველოში არის გლოვის არაერთი დღე და მათ შორის არის ეს ტრაგედიაც“, – განაცხადა ვახტანგ ბერიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები