ლევან სურგულაძე კომპანია “თელასის“ თანამშრომლებს შეხვდა

საპენსიო სააგენტოს დირექტორი, ლევან სურგულაძე კომპანია “თელასის“ თანამშრომლებს შეხვდა.
როგორც „კვირას“ საპენსიო სააგენტოდან აცნობეს, ლევან სურგულაძემ კომპანია „თელასის“ თანამშრომლებთან პირისპირ დისკუსია გამართა და მათ შეკითხვებს უპასუხა.
ლევან სურგულაძემ თითოეულ დასაქმებულს აუხსნა, როგორია საერთაშორისო პრაქტიკა დაგროვებითი პენსიის მიმართულებით და განმარტა, რომ ყველა განვითარებულ ქვეყანაში თითოეული მოქალაქე თავად ზრუნავს საპენსიო ასაკში საკუთარ კეთილდღეობაზე.
,,თელასის“ თანამშრომლების შეკითხვები, ძირითადად, საპენსიო ასაკში დაგროვილ თანხებსა და მათი გატანის წესებს შეეხო.
შეხვედრას კომპანიის ტოპმენეჯმენტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები