გიორგი გოგლიჩიძე: მოსახლეობასთან შეხვედრები არის ძალიან პოზიტიური, რაც მაძლევს სტიმულს, მთელი ენერგია მათ მოვახმარო

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ზესტაფონის მერობის მმართველი გუნდის კანდიდატი ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. დღეს გიორგი გოგლიჩიძე ბოსლევის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მოსახლეობას შეხვდა და მათ თავისი ხედვები და სამომავლო სტრატეგია გააცნო.
“ქართული ოცნების” კანდიდატი მოსახლეობას პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა, რომელთა შორის პრიორიტეტული სოფლის ცალკეული უბნების გაზიფიცირება, ციფრული მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა და გზის პრობლემა იყო.
“დღეს ვართ ბოსლევის თემში. არის ძალიან თბილი შეხვედრები. მოსახლეობამ გააჟღერა პრობლემები. სოფელ რკვიაში  ვერ იღებენ  ციფრული  მაუწყებლობის სიგნალს,  შევეცდები საკითხის გარკვევას, რათა მქონდეს სრული ინფორმაცია. ასევე, მოსახლეობას მივაწოდე ინფორმაცია გაზიფიცირების პროექტის შესახებ. ეს თემიც უახლოეს პერიოდში იქნება ბუნებრივი აირით უზრუნველყოფილი. ხალხის განწყობა არის პოზიტიური, რაც მაძლევს სტიმულს, მთელი ენერგია ხალხის დაკვეთას მოვახმარო”, – განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები