ზაზა დავითაია: შალვა შავგულიძე დღეს ჩემი დამსჯელებისა და დამპატიმრებლების გვერდით დგას

“შალვა შავგულიძე დღეს ჩემი დამსჯელებისა და დამპატიმრებლების გვერდით დგას”, – ამის შესახებ ,,ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტმა უზენაეს სასამართლოსთან გამართულ აქციაზე დაპატიმრების დროს გააკეთა.
„ჩემი სამართლიანობა არ აღდგა დღემდე, მაგრამ შალვა შავგულიძე ჩემს უფლებებს იცავდა, როგორც ადვოკატი და ახლა ჩემი დამსჯელებისა და ჩემი დამპატიმრებლების გვერდით დგას”, – ამბობს ზაზა დავითაია.
შეგახსენებთ, რომ უზენაეს სასამართლოს შენობასთან გამართულ აქციაზე ასავალ-დასავალის ჟურნალისტი, ზაზა დავითაია დააკავეს. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ის პოლიციის შენობაში გადაიყვანა.
წინასწარი ინფორმაციით, ჟურნალისტმა პოლიციის თანამშრომელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
აქციის მონაწილეები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესს აპროტესტებენ.
აქციის ორგანიზატორები პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრები არიან. ისინი უზენაესი სასამართლოდან რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აქციაზე 1 პირის დაკავების ფაქტს ადასტურებენ. უწყებაში განმარტავენ, რომ მამაკაცი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 166-ე 173-ე მუხლებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები