ჯანაშია “ნაცმოძრაობაზე”: ისინი დაკავებულნი არიან ჩემი დისკრედიტაციით – მათ წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი შემაქვს

,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს”  ზუგდიდის ორგანიზაციის აქტივისტი, გიორგი ჯანაშია   ენმ-ს ცრუ ინფორმაციის გავრცელებასა და ცილისწამებაში ადანაშაულებს და პროკურატურაში სარჩელი შეაქვს.

როგორც ჯანაშიამ პროკურატურასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, “ენმ-ის” წევრებმა და მათ მიერ მართულმა “ფეისბუქის” ფეიკგვერდებმა მისი მისამართით ცილისმწამებლური კამპანია დაიწყეს და დეზინფორმაციას ავრცელებენ, რომ ის მძიმე დანაშაულზეა ნასამართლევი. ჯანაშიამ მედიას წარუდგინა ცნობა ნასამართლეობის შესახებ, რომლითაც დასტურდება, რომ ის ნასამართლევი არასდროს ყოფილა.
,,ჩემი მისამართით “ენმ” ფეიკგვერდების მეშვეობით ახდენს ცილისმწამებლური ინფორმაციების გავრცელებას, ასევე’ ბრალს მდებენ პედოფილიაში. როგორც ჩანს’ “ნაცმოძრაობას” გაუღრმავდა კრიზისი და დაკავებულია ჩემი დისკრედიტაციით. მე შემაქვს სარჩელი პროკურატურაში და მივმართავ როგორც სახალხო დამცველის წარმომადგენლობას, ისე – არასამთავრობო სექტორს”, – განაცხადა ჯანაშიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები