მედპერსონალის შეურაცხყოფა კანონით დასჯადი ხდება

0

სამედიცინო საქმიანობის დროს მედპერსონალის შეურაცხყოფა, ან პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის ხელის შეშლა დასჯადი ხდება.
საქართველოს პარლამენტის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილება სამედიცინო საზოგადოებას ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ მინისტრის პირველ მოადგილესთან, ზაზა ბოხუასთან ერთად წარუდგინა.
უფრო კონკრეტულად კი, ინიციატივის მიხედვით, სამედიცინო საქმიანობის დროს მედპერსონალის პროფესიული მოვალეობის შესრულებისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა, პატივისა და ღირსების შელახვა, ფიზიკური, ფსიქოლოგიური ზეწოლა, ძალადობა ან მუქარა დასჯადი გახდება.
როგორც ცვლილებების ინიციატორები განმარტავენ, სამედიცინო საქმიანობის დროს მედპერსონალის დაცულობის ქმედითი მექანიზმების შემოღება ძალადობის პრევენციასა და სამედიცინო დახმარების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

კომენტარები

კომენტარი