“ქუჩაში დგომის მომხრე არ ვართ” – ტაქსისტებმა აქციების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს

საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, არჩილ არჯევანიძის ინფორმაციით, ტაქსის მძღოლების მიერ დაანონსებული პერმანენტული აქციები აღარ იქნება. როგორც მან აღნიშნა, მერიასა და ტაქსის მძღოლებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო.
“გვაქვს კონსულტაციები კახა კალაძესთან. ბევრ რამეს მივაღწიეთ და ბევრი დარჩა გადასაწყვეტი, რაზეც გამოთქვამს ბატონი კახა და მერიაც მზაობას, რომ ვითანამშრომლოთ; ამისათვის კი ვიფიქრეთ ბიჭებმა – ძალიან კარგია და სასიამოვნოა, რომ ყინული გალღვა და დაიწყო მოლაპარაკებების პროცესი. არცერთი ვართ ქუჩაში დგომის მომხრე და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ შევწყვიტოთ აქციები”, – განცხადა არჩილ არჯევანიძემ.
შეგახსენებთ, რომ ტაქსის მძღოლებმა რამდენჯერმე გამართეს აქცია და მერიის მიერ ამოქმედებულ რეგულაციებს აპროტესტებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები