კაზრეთში 4 მრავალბინიანი კორპუსის სახურავის რეაბილიტაცია განხორციელდება
წელს დაბა კაზრეთში 4 მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავის რეაბილიტაცია განხორციელდება. ამის შესახებ „კვირას“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
„რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, წელს დაბა კაზრეთში 9/2, 9/13, 12/11, და 12/12 საცხოვრებელი კორპუსების სახურავი შეიცვლება. სამუშაოები უკვე დაწყებულია 9/13 და 12/12 კორპუსში, ხოლო 9/2, 12/12 მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავების შეცვლა უახლოეს დღეებში დაიწყება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიები შეასრულებენ“, – აცხადებენ მერიაში.
მათივე ცნობით, სახურავების რეაბილიტაცია 3 თვეში დასრულდება.