უზენაეს სასამართლოსთან გამართულ აქციაზე ჟურნალისტი დააკავეს

უზენაეს სასამართლოს შენობასთან გამართულ აქციაზე ასავალ-დასავალის ჟურნალისტი ზაზა დავითაია დააკავეს. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ის პოლიციის შენობაში გადაიყვანა.
წინასწარი ინფორმაციით, ჟურნალისტმა პოლიციის თანამშრომელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
აქციის მონაწილეები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესს აპროტესტებენ.
აქციის ორგანიზატორები პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრები არიან. ისინი უზენაესი სასამართლოდან რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აქციაზე 1 პირის დაკავების ფაქტს ადასტურებენ. უწყებაში განმარტავენ, რომ მამკაცი დაკვებულია ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 166-ე 173-ე მუხლებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები