ადვოკატი: დავით ბაგრატიონმა ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის თანხა შესთავაზა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაგვესაჩივრებინა

დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის თანხა შესთავაზა, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაგვესაჩივრებინა – აცხადებს ადვოკატი ლევან გორელაშვილი, რომელიც ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ინტერესებს იცავს.
თუმცა, როგორც უფლებადამცველი აცხადებს, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი გაჩერებას არ აპირებს.
ამასთან, ლევან გორელაშვილი ამბობს, რომ დავით ბაგრატიონი-მუხრანელი იმუქრება კადრების გამოქვეყნებით, სადაც თითქოსდა ანა ბაგრტიონ-გრუზინსკი შვილს ცემს.
თუმცა, ადვოკატის მტკიცებით, მსგავსი ფაქტი არ არსებობს.
„ბოლო ორი კვირის განმავლობაში, დავით მუხრანელი ცდილობს დაგვიყოლიოს, რომ დავა შევწყვიტოთ და ამას სხვადასხვა მეთოდით ახდენს. ჯერ სთხოვა ანას, შემდეგ თანხა შესთავაზა, რომ არ გაგვესაჩივრებინა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. მას შემდეგ რაც მან უარი მიიღო, ბოლოს შემოგვითვალა მუქარა. თუ ერთი კვირის განმავლობაში არ შევწყვეტდით ყველა დავას, გაასაჯაროვებდა კომპრომატს ანას წინააღმდეგ. დავით ბაგრატიონის თქმით, მას აქვს მტკიცებულება ანას მიერ შვილის, გიორგის ცემის. მსგავსი რამ რეალურად არ არსებობს და ეს არის სიცრუე. სწორედ ასე გეგმავენ შავი პიარის აგორებას ახლა ანას წინააღმდეგ. მინდა განვაცხადო, რომ ჩვენზე ეს მუქარა არ გაჭრის და არანაირი დავის შეწყვეტას არ ვაპირებთ. მუქარის აუდიო ჩანაწერი არსებობს კანონიერი გზით მოპოვებული და აუცილებლობის შემთხვევაში ჩვენ გავასაჯაროებთ. ჩანაწერში ვსაუბრობთ ორი ადვოკატი და დავით ბაგრატიონის ადვოკატი საუბრობდა სწორედ მისი სახელით“, – განაცხადა გორელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები