ხმაურიანი აქცია ზუგდიდის პროკურატურასთან – დაკავებული მირო მარკელიას მამამ თვითდაზიანება მიიყენა
ხმაურიანი აქცია გაიმართა ზუგდიდის რაიონულ პროკურატურასთან. დაკავებული 21 წლის მირო მარკელიას ოჯახის წევრები და ახლობლები მის გათავისუფლებას და ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ.
ამასთან მარკელიას მამამ აქციაზე თვითდაზიანება მიიყენა. მან საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი თქვა და სასწრაფოს ექიმებმა პირველადი დახმარება ადგილზე გაუწიეს. შეუძლოდ გახდა დაკავებულის დედაც, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, მარკელია უდანაშაულოა. მათივე ინფორმაციით, მეზობლებს შორის ჩხუბი მოხდა, რის გამოც მარკელია დააკავეს და მუხლი, რომელითაც საქმე აღიძრა, 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
” 5 წელი რა ამბავია? ამ ქვეყანაში სამართალი არ არსებობს? 5 წელს არ უსჯიან კაცის მკვლელს და ისინი დადიან გარეთ, ეს არის ჩვენი მთავრობა”,- აცხადებს მარკელიას მეზობელი ზამირ ჩახაია.
საქმე რამდენიმე თვის წინ, სოფელ კახათში მომხდარ ინციდენტს ეხება, რა დროსაც მეზობლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
აღნიშნულ საქმეზე სასამართლო პროცესი დღესაა ჩანიშნული.