პაკისტანში, ავტობუსზე თავდასხმის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

პაკისტანში, უცნობი პირები პროვინცია ბელუჯისტანში ავტობუსს თავს დაესხნენ რის შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი “Geo TV” ავრცელებს.
მათი ცნობით, შეიარაღებულმა პირებმა ავტობუსი გააჩერეს მაკრანანის გზატკეცილზე და რამოდენიმე მგზავრისგან საბუთების წარდგენა მოითხოვეს, ამის შემდეგ კი ცეცხლი გახსნეს. თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.
გამოცემა “Associated Press” ინფორმაციით ავტობუსში 30 ადამიანი იმყოფებოდა, ისინი ქალა გავადარში მიდიოდნენ. ვინ დგას თავდასხმის უკან ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები