იტალიაში კიდევ ერთი ქართველი ემიგრანტი ქალი გარდაიცვალა

იტალიაში 36 წლის ქართველი თამარ დარჩია გარდაიცვალა.
წინასწარი ინფორმაციით, სიკვდილის მიზეზი სავარაუდოდ გულის შეტევა გახდა.
სოციალური ქსელის მომხმარებლის შოთა სიხარულიძის ინფორმაციით, ქართველი ემიგრანტი საქართველოდან 6 თვის წინ წავიდა.
„გარდაიცვალა ემიგრანტი 36 წლის თამარ დარჩია იტალიაში… 6 თვე საქართველოდან და ოჯახისგან შორს ყოფნას ვერ გაუძლო შენმა პატარა, მაგრამ საოცრად დიდმა და კეთილმა გულმა… ცრემლით და დიდი ტკივილით უზომოდ მოგვენატრება შენი გულიანი კისკისი და ტკბილი საუბარი. კეთილი და სამართლიანი იყავი და ეჭვი არასდროს შეგვეპარება, რომ ამ სოფლიდან ყველა შემოგაშველებს ლოცვას, ლამაზი და მშვენიერი წაგიყვანა სადაც მართალნი განისვენებენ, ცათა სასუფეველში გადაინაცვლა შენმა ლამაზმა სულმა. არაფერია ამ ქვეყანაზე სიკვდილზე საშინელი. “შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული. უფალო აკმარე საქართველოს ამდენი ემიგრანტის უბედურება… მარადიული ხსოვნა ყველა გარდაცვლილს ქართველ ემიგრანტს… საქართველოს ენით აუღწერელი ტკივილი ემიგრანტებია…. ემიგრანტები!!! ვაი სიშორევ, ძალა არ გვყოფნის ტკივილმა ქვა-კლდედ გადაგვაქცია“, – წერს შოთა სიხარულიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები