გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მონაცემები გამოაქვეყნა

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის განსაზღვრას საბავშვო ბაღებისა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე აგრძელებს.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით. თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები ისაზღვრება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა.
“10 აპრილს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა რუსთავში ბათუმის ქუჩაზე 1.5-ჯერ, ქუთაისში 2.1-ჯერ და ბათუმში 1.6-ჯერ, 11 აპრილს რუსთავში ბათუმის ქუჩაზე 1.3-ჯერ, ხოლო ქუთაისში 2.1-ჯერ, 12 აპრილს ქუთაისში 1.5-ჯერ, ხოლო ბათუმში 1.2-ჯერ, 13 აპრილს მხოლოდ ქუთაისში 1.2-ჯერ, 14 აპრილს ბათუმში 1.8-ჯერ და ქუთაისში 1.4-ჯერ, 15 აპრილს თბილისში წერეთლის გამზირზე 1.1-ჯერ, რუსთავში ბათუმის ქუჩაზე 1.6-ჯერ და ქუთაისში 1.3-ჯერ. 12-14 აპრილს ატმოსფერული ჰაერის მობილური ავტომატური სადგური ფუნქციონირებდა რუსთავში დავით გარეჯის ქუჩაზე. 12 და 13 აპრილს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა, ხოლო 14 აპრილს გადაჭარბება დაფიქსირდა 1.3 -ჯერ.
ამ დღეების განმავლობაში მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში წერეთლის გამზირზე 1.3-ჯერ, ყაზბეგის გამზირზე 1.1-ჯერ, ხოლო ქუთაისში უმნიშვნელოდ. ასევე ფიქსირდებოდა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალოწლიურ ნორმაზე გადაჭარბება თბილისში წერეთლის გამზირზე 1.5-ჯერ და ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე 1.6-ჯერ.
თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად გასულ კვირას ჰაერის სინჯები აღებული იქნა ქალაქის ოთხ ლოკაციაზე: დიდი დიღომი, იოანე პეტრიწის ქ.N7, საბავშვო ბაგა-ბაღთან “ნებიერი”; დიდი დიღომი, იოანე პეტრიწის ქ.N1, სკოლასთან “მთაწმინდელი”; დიდი დიღომი, იოანე პეტრიწის ქ.N15ა, N198 საბავშვო ბაღთან; დიდი დიღომი, იოანე პეტრიწის ქ.N9, სკოლასთან “ფესვები”. ჰაერის სინჯები გაიგზავნა გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თბილისში ოთხივე ლოკაციაზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას.
ყოველკვირეულად ინფორმაცია გასული კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ ქვეყნდება გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებ-გვედზე nea.gov.ge, ხოლო ყოველდღიური მონაცემების ნახვა შესაძლებელია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე air.gov.ge”,-ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები