ზაურ დარგალი : ჩემთვის მერის პოსტი არა პრივილეგია, არამედ უდიდესი პატივი და გამოწვევა​ა

მარნეულის მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატმა, დღეს წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩევლებთან შეხვედრები კასუმლოს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში გამართა. მოსახლეობასთან შეხვედრისას ზაურ დარგალმა ადგილობრივების საჭიროებები მოისმინა და მათთან ერთად გადაჭრის გზებზე იმსჯელა.
„ნებისმიერი საჯარო მოხელე, განურჩევლად მისი თანამდებობისა ხალხის სამსახურში უნდა იყოს. სწორედ ამიტომ, ჩემთვის მერის პოსტი, არ არის პრივილეგია, არამედ არის უდიდესი პატივი და გამოწვევა. შესაბამისად, გააზრებული მაქვს პასუხისმგებლობა, რომელსაც ვიღებ, როგორც ჩემი პოლიტიკური გუნდის, ისე ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე. ჩემი პრიორიტეტია მუნიციპალური სერვისების განვითარების ხელშეწყობა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ინოვაციური მიდგომების გამოყენებით, რათა მოქალაქეების საჭიროებებიდან გამომდინარე, ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტა მაქსიმალურად ხარისხიანად და ეფექტიანად მოხდეს.“- განაცხადა ზაურ დარგალმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები